ჩვენს შესახებ
მეღვინეობა ორკოლი
მეღვინეობა ორკოლი არის ქართული ღვინის კომპანია, რომელიც დაარსდა 2017 წელს, ორი ახალგაზრდა ენთუზიასტის, გიორგი გეგელიასა და ბაგრატ გახარიას მიერ . გუნდმა გადაწყვიტა ჩამოშორებოდა პოპულარულ ქართულ ჯიშებს და ყურადღება მიიპყრო იშვიათ დასავლურ ჯიშებზე: ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ოჯალეში.
მეღვინეობა ორკოლი ინარჩუნებს რეგიონალური მეღვინეობის ტრადიციებს, ღვინის დაძველებას ჭურებში, უძველეს ჭურჭელში, მაგრამ არ უგულებელყოფს კლასიკურ ევროპულ მეთოდსაც. ამასთანავე კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მათი ღვიმნოების გემოვნურ თვისებებში ნათლად იყოს წარმოჩენილი არსებული ყურძნის ჯიშების ჯიშობრივი მახასიათებლები.
მარანი მდებარეობს თვალწარმტაც ადგილას - სამეგრელოში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ მუხურში სადაც გუნდი ენდემური ღვინის ჯიშების აღდგენას გეგმავს.
